ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი: კრიზისმა შესაძლოა დოლარის მდგომარეობა შეარყიოს


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზოელიკის განცხადებით გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა ამერიკული დოლარის მდგომარეობა შეარყიოს მსოფლიოში.მისი თქმით დოლარი კვლავაც იქნება წამყვანი საერთაშორისო ვალუტა, მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე სულ უფრო გაიზრდება ჩინური იუანის და ევროს როლი მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე.

მაშინ როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა კრიზისშია მსოფლიო ბანკის თავმჯდომარე მიიჩნევს რომ შეერთებული შტატები უნდა შეეგუონ იმ გარემოებას რომ დოლარი ნელ-ნელა დაკარგავს მსოფლიოს წამყვანი ფულადი ერთეულის სტატუსს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსისტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში გამოსვლისას რობერტ ზოელიკმა განაცხადა რომ მსოფლიოს ფინანსური სისტემა სეისმურ რყევებს განიცდის. მისი თქმით:“ შეერთებული შტატები დიდ შეცდომას დაუშვებს თუ დოლარს კვლავაც მსოფლიოს ერთადერთ სრულფასოვან ვალუტად განიხილავს. მომავლაში დოლარს რამდეიმე ალტერნატივა შეიძლება გამოუჩნდეს.“

პირველ რიგში ეს იქნება ევრო, რომელიც ევროპის 16 სახელმწიფოშია მიმოქცევაში და ჩინური იუანი. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით:“ ჩინეთი აადვილებს უცხოელი სავაჭრო პარტნიორებისთვის ფინანსური ოპერაციების იუანით განხორციელებას.“

რობერტ ზოელიკმა ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტაატების ცენტრალური ბანკის მოქმედება ეკონომიკური კრიზისის დროს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს მიაჩნია რომ ხაზინის დეპარტამენტმა გაცილებით დიდი როლი უნდა ითამაშოს ამერიკის ფინასური სისტემის რეგულირებაში, რაც შეამცირებს ცენტრალური ბანკის უფლებამოსილებას. თუმცა ეს არცთუ ისე ადვილი მისაღწევი იქნება თუ გავითვალისწინებთ ამ ორგანოზაციის ტექნოკრატების უზარმაზარ გავლენას შერთებულ შტატებში.

რობერტ ზოელიკის განცხადებით პიტსბურგში გამართული მსოფლიოს 20 წამყვანი განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკური სახელმწიფოს შეხვედრაზე შეთანხმდნენ უფრო მჭიდრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ამ ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ დანარჩენი 160 ქვეყნის ინტერესები:’’ აუცილებელია დახმარების ხელი გაუწოდონ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს, სადაც მილიარდ ექვსასი მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს სხვადასხვა კონფლიქტების და ხელისუფლების უუნარობის გამო.“მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი შეხვედრა სტამბულში მომავალ კვირას გაიმართება.
XS
SM
MD
LG