ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიდი ტალიავინის განცხადება


განცხადებაში, რომელიც თან მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოხსენებას ევროკავშირის გამომძიებელმა ჰაიდი ტალიავინიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ცხინვალისადმი საარტილერიო ცეცხლის გახსნას მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომი. ტალიავინი იქვე აკრიტიკებს რუსეთს კონფლიქტამდე სამხრეთ-ოსეთში და აფხაზეთში რუსული პასპორტების მასიურად გაცემისათვის. ამას გარდა იგი რუსეთს ადანაშაულებს იმისათვის, რომ მიმართა ფართე მასშტაბის შეჭრას საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა. მისივე თქმით კრემლს არ უნდა ეღიარებინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

XS
SM
MD
LG