ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტის ანგარიში



ადამიანის უფლებების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ბოსნია-ჰერცოგოვინას მთავრობამ 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს ათასობით გაუპატიურებული გოგონასა და ქალისთვის სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. საერთაშორისო ამნისტისს ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ამ დანაშაულების დიდი ნაწილი საპყრობილე ბანაკებში, სასტუმროებსა და საკუთარ სახლებში მოხდა. ანგარიში ასევე აკრიტიკებს მთავრობას იმის გამო, რომ მან დაზარალებულებს ადეკვატური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ვერ მიაწოდა. ანგარიშის თანახმად დანაშაულების ჩამდენი ბევრი ადამიანი დღეს მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეა.



XS
SM
MD
LG