ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ორივე მხარეს ადანაშაულებს


რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ომის გაჩაღებაში ორივე მხარეს ადანაშაულებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე მიტანილი სამხედრო იერიში გამართლებული არ იყო. თუმცა აქვე ნათქვამია ისიც, რომ მანამდე რუსეთი ხელოვნურად ძაბავდა სიტუაციას და მოსკოვის გამოპასუხებაც ყოველგვარ თავდაცვის ზღვარს სცილდებოდა. ანგარიში საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს აგრეთვე ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ სამხრეთ ოსეთში მდებარე ქართული სოფლები გადაწვეს და მაცხოვრებლების ნაწილი დახოცეს. ხოლო გამოძიებამ აჩვენა ის, რომ ბრალდება ოსების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ანგარიში რუსეთს ბრალს სდებს იმაში, რომ ხელი არ შეუშალა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს ძალადობების ჩადენაში.


XS
SM
MD
LG