ქალბატონი თამარი აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლი ბანკის პორთველის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საქართველოში წარმოადგენს გზების ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესება და რებილიტაცია.მისივე თქმით ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის პროექტები არა მხოლოდ აუმჯობესებს ამ ინფრასტრუქტურას და ამით ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ასევე ქმნის სამუშაო ადგილებს ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ქალბატონმა თამარმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით მსოფლიო ბანკი საქართველოში აფინანსებს ოთხ მიმდინარე ტრანსპორტის პროექტს - აქედან ერთია ადგილობრივი და შიდასახელმწიფოებრივი გზების პროექტი და სამია აღმოსავლეთ-დასავლეთის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალის, ე.წ. აბრეშუმის გზის ნაწილის რეაბილიტაციისა და მისი გაუმჯობესების პროექტი.