ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალ საუკუნეში ომები კოსმოსიდან წარიმართება



მომავალ საუკუნეში წარმოებული ომები კოსმოსიდან წარიმართება. ომები ისეთ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც ამჟამად ერთმანეთის მეგობრები არიან. მსოფლიოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება და ინდუსტიული ქვეყნები ერთმანეთში დაიწყებენ კონკურენციას სამუშაო ძალაზე. პოლონეთი, თურქეთი, მექსიკა და იაპონია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებად ჩამოყალიბდებიან.

აი ასეთ წინასწარმეტყველებას აკეთებს ტეხასის შტატში მდებარე გლობალური დაზვერვის კომპანია სტრატფორის დამფუზნებელი ჯორჯ ფრიდმანი. ახლახან გამოცემულ წიგნში“მომავალი 100 წლიწადი,“ ფრიდმანი აღწერს მის სეხედულებებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო მომავალი საუკუნის განმავლობაში.

მთელს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ განხილული საკითხი დღეს დედამიწის სწრაფად მზარდი მოსახლობის გამოკვების პრობლემაა.ჯორჯ ფრიდმანის თქმით, ეს პრობლემა რამდენიმე წელში ისეთი აქტუალური აღარ იქნება, იმის გამო, რომ დედამიწის მოსახლობა შობადობის შემცირებით და ახლანდელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაბერებით საგრძნობლად შემცირდება. „ერთის მხრივ, ყველა საუბრობს მოსახლეობის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ ყველამ იცის, რომ დედამიწის მოსახლეობა ბერდება. დაბერების გარდაუვალი ნაწილი სიკვდილიანობაა. ხანდაზმული მოსახლების სიკვდილიანობა იქნება სწორედ ის ფაქტორი, რომელიც რუსეთისა და გერმანიის მოსახლობას 25-30 პროცენტით შეამცირებს.“ ციტატის დასასრული.


ფრიდმანის თქმით, ინდუსტრიულ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მუშა ხელის შემოყვანა დასჭირდება.


„მუშახელის სიმცირე მოიტანს იმას, რომ ქვეყნებს დასჭირდებათ ხალხი, რომლებიც ისეთ საქმეს გააკეთებს, რომლის შესასრულებლად ქვეყნებს რესურსი არ ექნებათ. ეს გამოიწვევს იმას, რომ ემიგრანტებზე ერთმანეთთან კონკურენცია დაგვჭირდება.“ ციტატის დასასრული.


ექსპერტები, რომლებიც მოსახლობის შემცირების პროგრამებზე მუშაობენ არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას.ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ფრიდმანის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება ორგანიზაცია მოსახლოების საერთაშორისო აქციის მკვლევარი, ელიზაბეტ მადსენია.


„გაეროს მიერ გამოთვლილი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი ყველა ქვეყნისთვით საკმაოდ დაბალი იქნება. თუმცა, ამჟამად, როგორც განვითარებულ ან განუვითარებელ ქვეყნებში ეს მიმართულება ჯერ არ შეინიშნება.“ ციტატის დასასრული.

სხვასხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლოების შემცირება,რომელზეც ფრიდმანი საუბრობს ასე მარტივად არ მოხდება, რადგან მთავრობებს ექნებათ უამრავი პროგრამა, რომელიც შობადობას გაზრდის.

ფრიდმანი ამ აზრს არ ეწინააღმდეგება და ამბობს რომ ამ პრობლემის გადაჭრა მომავალ საუკუნეში შესაძლებელი იქნება. ფრიდმანის თქმით, შეიძლება ეს იდეები დღეს დაუჯერებლად მოგვეჩვენოთ, მაგრამ ის რაც100 წლის წინ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, მაგალითად საჰაერო მოგზაურობა, სატელიტები და ტელესაკომუნიკაციო საშუალებები, დღეს ყოველდღიურობას წარმოადგენს.


ფრიდმანის წიგნში აღწერილია შოკის მომგვრელი სხვა პროგნოზებიც, მაგალითად ის, რომ პოლონეთი და თურქეთი მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყანა გახდება, ხოლო მექსიკა კი ამერიკას ჩრდილოეთ ამერიკის კომტინენტზე დომინირებაში შეეცილება. მექსიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იქნება. ის ამერიკას ესაზღვრება, 100 მილიონი მაცხოვრებელი ჰყავს და შეერთებული შტატები არ მოსწონს. არც შეერთებულ შტატებს მოსწონს მექსიკა. ასეთი სცენარის დროს ძნელია იმისი წარმოდგენა, რომ მექსიკა ამერიკას პირველობას დაუთმობს. მექსიკიდან მოსახლეობის უკანონო მიგრაცია და ნარკოტიკების გადმოზიდვა შეერთებული შტატების უკიდურეს გაღიზიანებას გმოიწვევს მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ახლო სავაჭრო ურთიერთობები არსებობს.

ფრიდმანის გათვლით, შეერთებულ შტატებს მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სერიოზული პრობლემები ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ერთი სხვა ქვეყანა თუნდაც ისეთი ეკონომიკური ბირთვები, როგორიცაა ჩინეთი, ამერიკას ვერ დაუპირისპირდება.

მომავალ საუკუნეში წარმოებული ომები კოსმოსიდან იქნება ნაბრძოლი. ომები ისეთ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც ამჟამად ერთმანეთის მეგობრები არიან. მსოფლიოს მოსახლეობა საგრძნობლდად შემცირდება და ინდუსტიული ქვეყნები ერთმანეთში დაიწყებენ კონკურენციას სამუშაო ძალაზე. პოლონეთი, თურქეთი, მექსიკა და იაპონია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებად ჩამოყალიბდებიან. აი ასეთ წინასწარმეტყველებას აკეთებს ტეხასის შტატში მდებარე გლობალური დაზვერვის კომპანია სტრატფორის დამფუზნებელი ჯორჯ ფრიდმანი. ახლახან გამოცემულ წიგნში“მომავალი 100 წელიწადი,“ ფრიდმანი აღწერს მის შეხედულებებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო მომავალი საუკუნის განმავლობაში. მთელს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ განხილული საკითხი დღეს დედამიწის სწრაფად მზარდი მოსახლობის გამოკვების პრობლემაა.ჯორჯ ფრიდმანის თქმით, ეს პრობლემა რამდენიმე წელში ისეთი აქტუალური აღარ იქნება, იმის გამო, რომ დედამიწის მოსახლეობა შობადობის შემცირებით და ახლანდელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაბერებით საგრძნობლად შემცირდება. „ერთის მხრივ, ყველა საუბრობს მოსახლეობის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ ყველამ იცის, რომ დედამიწის მოსახლოება ბერდება. დაბერების გარდაუვალი ნაწილი სიკვდილიანობაა. ხანდაზმული მოსახლების სიკვდილიანობა იქნება სწორედ ის ფაქტორი, რომელიც რუსეთისა და გერმანიის მოსახლობას 25-30 პროცენტით შეამცირებს.“ ციტატის დასასრული.

ფრიდმანის თქმით, ინდუსტრიულ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მუშა ხელის შემოყვანა დასჭირდება. „მუშა ხელის სიმცირე მოიტანს იმსა, რომ ქვეყნებს დასჭირდებათ ხალხი, რომლებიც ისეთ საქმეს გააკეთებს, რომლის შესასრულებლად ქვეყნებს რესურსი არ ექნებათ. ეს გამოიწვევს იმას, რომ ემიგრანტებზე ერთმანეთთან კონკურენცია დაგვჭირდება.“ ციტატის დასასრული. ექსპერტები, რომლებიც მოსახლობის შემცირების პროგრამებზე მუშაობენ არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ფრიდმანის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება ორგანიზაცია მოსახლეობის საერთაშორისო აქციის მკვლევარი, ელიზაბეტ მადსენია. „გაეროს მიერ გამოთვლილი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლი ყველა ქვეყნისთვით საკმაოდ დაბალი იქნება. თუმცა, ამჟამად, როგორც განვითარებულ ან განუვითარებელ ქვეყნებში ეს მიმართულება ჯერ არ შეინიშნება.“ ციტატის დასასრული. სხვასხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლოების შემცირება რომელზეც ფრიდნამი საუბრობს ასე მარტივად არ მოხდება, რადგან მთავრობებს ექნებათ უამრავი პროგრამა, რომელიც შობადობას გაზრდის. ფრიდმანი ამ აზრს არ ეწინააღმდეგება და ამბობს რომ ამ პრობლემის გადაჭრა მომავალ საუკუნეში შესაძლებელი იქნება. ფრიდმანის თქმით, შეიძლება ეს იდეები დღეს დაუჯერებლად მოგვეჩვენოთ, მაგრამ ის რაც100 წლის წინ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო, მაგალითად საჰაერო მოგზაურობა, სატელიტები და ტელესაკომუნიკაციო საშუალებები, დღეს ყოველდღიურობას წარმოადგენს. ამ ყველაფერთან ერთად, ფრიდმანის წიგნში აღწერილია შოკის მომგვრელი სხვა პროგნოზებიც, მაგალითად ის, რომ პოლონეთი და თურქეთი მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყანა გახდება, ხოლო მექსიკა კი ამერიკას ჩრდილოეთ ამერიკის კომტინენტზე დომინირებაში შეეცილება. მექსიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იქნება. ის ამერიკას ესაზღვრება, 100 მილიონი მაცხოვრებელი ჰყავს და შეერთებული შტატები არ მოსწონს. არც შეერთებულ შტატებს მოსწონს მექსიკა. ასეთი სცენარის დროს ძნელია იმისი წარმოდგენა, რომ მექსიკა ამერიკას პირველობას დაუთმობს. მექსიკიდან მოსახლეობის უკანონო მიგრაცია და ნარკოტიკების გადმოზიდვა შეერთებული შტატების უკიდურეს გაღიზიანებას გმოიწვევს მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ახლო სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ფრიდნამის გათვლით, შეერთებულ შტატებს მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სერიოზული პრობლემები ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ერთი სხვა ქვეყანა თუნდაც ისეთი ეკონომიკური ბირთვები, როგორიცაა ჩინეთი, ამერიკას ვერ დაუპირისპირდება.


XS
SM
MD
LG