საქართველოში არსებობენ ადამიანები,რომელთაც აქვთ საშუალება იცოდნენ რა ხდება აფხაზურ საზოგადეობაში, რა ტიპის ტენდენციებია, რა უკმაყოფილებაა ან კი პირიქით სად მიაღწიეს აფხაზებმა წარმატებას. ამასთანავე აფხაზების განწყობები ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ სტრატეგიასთან თუ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მედიის საშუალებით ვიგებთ. მაგალითად ამ რამდენიმე ხნის წინ გამოითქვა ახალი ინიციატივა სოხუმთან საავტომობილო გზის აღდგენის თაობაზე. რამდენად რეალისტურია ის? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი საუბრობსგოგი ხუციშვილი - იზოლაციონიზმის პოლიტიკამ რომელსაც თბილისი აფხაზეთის მიმართ წლების განმავლობაში ახორციელებდა, შედეგი ვერ მოიტანა. საქართველოს მთავრობის ყველანაირი მცდელობა, იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთი, ჩაიშლება... აფხაზეთში დღეს ბევრი აღნიშნავს, განსაკუთრებით ბაღაფშის ოპოზიციაში მყოფნი, რომ მხოლოდ რუსეთის იმედად და რუსეთის პირისპირ ყოფნა აღმოჩნდა დიდი რისკი აფხაზებისთვის. აფხაზებში გაჩნდა შისი ფაქტორი, იმასთანდაკავშირებით, რა მოელით მათ მომავალში". რა მოელით მათ მომავალში? ეს აფხაზების მუდმივი პრობლემა საშიშროება სხვადასხვა სახის არის და სხვადასხვა მხრიდან მოდის– ხან საქართველოდან ხან კი რუსეთიდან
.