ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა საბჭოზე საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე      ისრაელის და პალესტინის დელეგატთა დებატებია დაგეგმილი.


დღეს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეკრებაზე გაერთიანებული ერების გამომძიებელს რიჩარდ გოლდსთოუნს საკუთარი მტკიცებულებების დაცვა მოუხდა.ეს მტკიცებულებები გამომძიებელმა ღაზას სექტორში ომის დანაშაულთა გამოძიების შემდეგ წარმოადგინა. ისრელმა კრიტიკა სასტიკად უარყო და გოლდსთოუნი პოლიტიკურ მოტივაციაში დაადანაშაულა. გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში შარშან ზამთარში ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დროს ისრაელისა და სამხედრო დაჯგუფება ჰამასის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულთა შემთხვევებია წარმოდგენილი. ადამიანის უფლებათა საბჭოზე საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე ისრაელის და პალესტინის დელეგატთა დებატებია დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG