ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს საპყრობილიდან სამხოცდათხუთმეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება


შეერთებული შტატების არმია აცხადებს, რომ გუანტანამოს საპყრობილიდან სამხოცდათხუთმეტი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება. არმიის პერეს-მდივანმა ბრუკ დე ვალტმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულების სია არაბულად, ინგლისურად და პაშტუზე იქნება გამოქვეყნებული. ახალი ამბების სააგენტოები იუწყებიან, რომ ერთი იემენელი უკვე დაუბრუნდა სამშობლოში, ხოლო უზბეკი პატიმარი კი ირლანდიამ მიიღო. პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, გუანტანამოს საპყრობილე მომავალი წლის 22 იანვრისთვის უნდა დაიხუროს. „მერწმუნეთ, რომ ისეთს არავის გავათავისუფლებთ, ვინც ჩვენი ქვეყნის უშიშროებას დაემუქრება“ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა კი განაცხადა, რომ საპყრობილის დახურვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG