ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში ნალბანდიანი და დავუთოღლუ ერთმანეთს შეხვდნენ


სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ნიუ იორკში აშშ სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა დადებითად მოიხსენია ორი ქვეყნის ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის საქმეში.

ქალბატონმა კლინტონმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის არსებულ, მჭიდრო კონტაქტებს როგორც სომხეთთან, ისე თურქეთთან.

კვირას თურქეთისა და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ორი ქვეყანა უახლოეს მომავალში დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ შეთანხმება 10 ოქტომბერს გაფორმდება.

თურქეთი უარყოფს სომხების მტკიცებას, რომ გენოციდად წოდებული მოვლენებისას 1.5. მილიონი სომეხი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG