ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში  აფეთქებას ექვსი კაცი  ემსხვერპლა



ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადის სამხრეთით ავტობუსში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ორი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალადობის ფონის გაუმჯობესება შეინიშნება, მსგავსი ტერაქტები ჯერ კიდევ ხშირია.

XS
SM
MD
LG