ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


პორტუგალიაში ამჟამად საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით მმართველი სოციალისტური პარტია ისევ მოიგებს, მაგრამ შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგოს.

მიუხედავად იმისა, რომ 1980-იანი წლებიდან დღემდე პორტუგალიაში ყველაზე დაბალი დასაქმების მაჩვენებელია და ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკაც ყველაზე დაბალ დონეზეა, პრემიერ მინისტრის ხოსე სოკრატესის პარტია სავარაუდოდ ხმების 38 პროცენტს მოიპოვებს.

2005 წლის არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ ხმების 45 პროცენტი მოაგროვა.

XS
SM
MD
LG