ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში პალესტინელებსა და ებრაელებს შორის შეტაკება მოხდა


ისრაელის პოლიციას შოკის მომგვრელი ხელყუმბარების გამოყენება დასჭირდა კვირას პალესტინელებსა და ებრაელებს შორის მომხდარი შეტაკების დასაშლელად. დაპირისპირება იერუსალიმის ძველი ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნავ რელიგიურ ადგილზე მოხდა.

პოლიციის თქმით 13 პალესტინელი მსუბუქად დაშავდა. პოლიციამ ასევე გამოაცხადა, რომ დააკავა 8 ადამიანი.

ისრაელში პოლიცია ჩვეულებრივზე მეტადაა მობილიზებული იომ კიპურის მოახლოვებასთან დაკავშირებით. იომ კიპური იუდაიზმში უწმინდესი დღეა და ებრაელებს მონანიებას მოუწოდებს. დღესასწაული კვირას, მზის ცასვლისას იწყება.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცადად, სამხედრო ნაწილები მდინარე იიორდანიის დასავლეთ სანაპიროსთნ საზღვარს ორშაბათს შუა ღამემდე გადაკეტავს.

XS
SM
MD
LG