ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში გაუქმდა მედიის ცენზურა


სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა გამოაცხადა, რომ მედიაზე სახელმწიფო ცენზურა დამთავრდა.

კვირას გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ცენზორების მიერ გაზეთების დაბეჭდვამდე შემოწმება და გარკვეული სტატიების ბეჭდვიდან ამოღება შეწყდება.

სუდანის გაზეთების რედაქტორებმა ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი ახალი „ეთიკის კოდექსს.“ საინფორმაციო სააგენტოს როიტერის ცნობით, ახალი კოდექსი ავალდებულებს ჟურნალისტებს იყვნენ სამართლიანი, პატივი სცენ რელიგიურ და რასობრივ განსხვავებებს და დაემორჩილონ კანონს.

სუდანის მედია ხელისუფლების ცენზურისგან გათავისუფლებას აპრილიში დაგეგმილი ეროვნული არჩევნების წინ ცდილობს.

XS
SM
MD
LG