ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში ქარიშხალმა კეცანამ დიდი ზიანი გამოიწვია


ფილიპინების მთავრობის განცხადებით, ტროპიკული ქარიშხალის დროს მანილასა და ჩრდილოეთის რამდენიმე რაიონში 73 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულთა რაოდენობა ჯერ დაუდგენელია.

მაშველების ჯგუფი აგრძელებს მანილასა და მის მიმდებარე რაიონებში მუშაობას. ტროპიკულმა ქარიშხალმა კეცანამ ფილიპინების დედაქალაქსა და გარშემო მდებარე 20 რაიონზე 12 საათში იმდენი წვიმა მოიტანა რამდენიც ერთი თვის გნმავლობაში მოდის ხოლმე.

ქარიშხალმა დედაქალაქ მანილაში სახლები დაანგრია. ოფიციალური პირების განცხადებით ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ხალხის ნაწილმა კი ღამე სახლის სახურავებზე გაათენა მაშველების მოსვლის ლოდინში.

XS
SM
MD
LG