ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი გეგმავს საშუალო და გრძელი რადიუსის რაკეტების გამოცდას


ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე ჩაატარა მოკლე რადიუსის რაკეტების გამოცდა და მალე გრძელი რადიუსის რაკეტების შემოწმებას აპირებს. ამ რაკეტებს ისრაელამდე მიღწევა შეეძლება.

გენერალი ჰოსეინ სალამის თქმით, საშუალო რადიუსის მქონე რაკეტა შაჰაბ-1-ისა და შაჰაბ-2-ის შესამოწმებელი გასროლა კვირას გვიან ღამით შედგება, ხოლო გრძელ რადიუსიანი შაჰაბ-3-ის შემოწმება ორშაბათისთვისაა დაგეგმილი.

სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, დაგეგმილი სამხედრო წვრთნების დაწყების წინ, რევოლუციურმა გვარდიამ უკვე შეამოწმა რამდენიმე რაკეტის ერთდროულად გაშვების სისტემა.

სამხედრო წვრთნები დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე მიმდინარეობს. დაძაბულობა ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გამწვავდა.

ირანმა ორშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ურანის გასამდიდრებელი მეორე სადგურის აშენებას, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ არაერთხელ გააფრთხილა თეირანი შეწყვიტოს იმ მასალების დამუშავება, რომლებიც ბირთვულ იარაღში გამოიყენება.

ამერიკის თავდაცვის მდივნის, რობერტ გეიტსის განცხადებით, ირანის მიერ მოტყუების მცდელობამ შეიძლება „მკაცრი სანქციები გამოიწვიიოს.“

XS
SM
MD
LG