ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაჯიბულა ზაზი ნიუ იორკის ციხეში გადაიყვანეს



პროკურატურის განცხადებით, ავღანური წარმოშობის ეჭვმიტანილმა, რომელის ახლა ფედერალური სამართალდამცავი უწყებების მიერ არის დაკავებული, თანამზრახველებთან ერთად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდა შეერთებულ შტატებზე მასიური თავდასხმების მოსაწყობად. ნაჯიბულა ზაზი პარასკევს კოლორადოს შტატის ციხიდან ქალაქ ნიუ იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს, რაც ამერიკის წინააღმდეგ ბომბების აფეთქების შეთქმულების დაგეგმვაში მდგომარეობს. შეერთებული შტატების განცხადებით, ზაზიმ ბობმის აწყობისთვის საჭირო ინტრუქტაჟი 2008 წელს პაკისტანში მიიღო. მან ასევე ჩამოიტანა იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ასაწყობად საჭირო კომპონენტები და 2009 წლის 10 სექტემბერს ნიუ იორკში წავიდა გეგმის შესრულების დასაწყებად. ზაზის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულმა ტერორიზმთან კავშირი უარყო. სამშაბათს ზაზი პირველად წარდგება სასამართლოს წინაშე.



XS
SM
MD
LG