რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ჩეხეთის დედაქალაქს პრაღას ესტუმრა. პრაღაში იგი სამი დღით გაჩერდება და კომუნისტური რეჟიმის შემდეგ შერყეული ეკლესიის საფუძვლის გამყარებას დაუთმობს. რომის პაპს პრაღის აეროპორტში ზარზეიმით შეხვდნენ.განრიგის მიხედვით რომის პაპი ეწვევა ღვთისმშობლის ტაძარს, სადაც ჩეხმა კათოლიკებმა და მეზობელი ქვეყნებიდან ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ასევე დაგეგმილიაშეხვედრა ჩეხეთის პრეზიდენტთან ვაცლავ კლაუსთანდა სხვა ოფიციალურ პირებთან . ჩეხეთის რესპუბლიკა კათოლიკური ეკლესიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.40 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა საფუძვლიანად შეარყია ჩეხეთში რწმენა, დიდი სისწრაფით კლებულობს მორწმუნეთა რაოდენობა და რელიგიური ღვთისმსახურება.