ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ურანის გასამდიდრებელი სადგური მალე ამოქმედდება


ირანი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დამკვირვებლებს ახლად გამოცხადებულ ურანის გასამდიდრებელ სადგურზე დაუშვებს.

საეთაშორისო ორგანიზაციაში ირანის წარმომადგენელმა ალი ახბარ სალეჰიმ სახელმწოფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის დეტალები შემუშავების პროცესშია.

აიათოლა ალი ხამენეის აპარატის უფროსის თქმით, „ღვთის ნებით, ახალი სადგური მალე ამოქმედდება და მტერს დააბრმავებს."

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანი გააფრთხილა და მოუწოდა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრაზე ირანმა ღიად გამოაცხადოს მისი ბირთვული პროგრამის დეტალები. ობამას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი მსოფლიო საზოგადოების მიერ გამოცხადებული სანქციების წინაშე დადგება.

გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სანამ თეირანი მისი ბირთვული პროგრამის ყველა დეტალს არ გააცხადებს, ის მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეჯახების კურსზე იქნება.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უპრეცედენტო ერთიანობა გამოიჩინა ირანთან მიმართებაში, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ასევე დიდი ოცეულის შეხვედრისასაც.



XS
SM
MD
LG