ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა:"ალ ყაიდას ქსელი უნდა დაიშალოს"



პარასკევს, პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგში გამართულ დიდი ოცეულის შეხვდრაზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვიდა.პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მიზანია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ალ ყაიდას ქსელის დაშლა და განიარაღება.

მან იქვე აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ავღანეთსა და პაკისტანში სტაბილური მდგომარეობის დამყარება. ობამამ ასევე განაცხადა, რომ ავღანეთში ამ მისიის სრულყოფაში მოყვანას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მისი ინიციატივით წამოწყებული ავღანეთში წარმოებული სტრატეგიის განხილვის პროცესის ირგვლივ ამ საკითხში ჩახედულ პირებს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ მოუწევთ პასუხის გაცემა.

პარასკევს პენტაგონმა მიიღო დეტალური მოთხოვნა ავღანეთში დამატებითი ამერიკული და ნატოს ჯარების გადასროლის შესახებ.


XS
SM
MD
LG