ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის მესამე დღეა


უკვე მესამე დღეა, რაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. ასამბლეის ტრიბუნიდან დღეს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის ლიდერი გამოდის სიტყვით. მომხსენებელთა შორის არიან, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, სპილოს ძვლის ნაპირის პრეზიდენტი ლორენ გბაგბო და სომალის პრეზიდენტი შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი. მუგაბემ გამოსვლისას მისი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს უკანონო უწოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, სიტყვით გუშინ გამოვიდნენ. ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი მსოფლიოს საშიშროებას უქმნის და, რომ თეირანის ფანატიკოსთა რეჟიმს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.


XS
SM
MD
LG