ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერიმენტული ვაქცინა შიდსის ინფექციას უმკლავდება


ექსპერიმენტული ვაქცინა შიდსის ინფექციას უმკლავდება. ამერიკელი და ტაილანდელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა შიდსის ინფექციის შეყრის რისკს ერთი მესამედით ამცირებს. ბანგკოკში გამართული პრეს-კონფერენციის მსსვლელობისას პოლკოვნიკმა ჯერომ კიმმა განაცხადა, რომ ვაქცინის გამოცდამ უფრო ეფექტური, მომავალში გლობალურად მისაწვდომი პრეპარატის შექმნის იმედი დაბადა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტაილანდში თექვსმეტ ათასზე მეტ ადამიანზე გამოცდილმა, მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ შიდსის შეყრის შესაძლებლობა ოცდათორმეტი პროცენტით შეამცირა.


XS
SM
MD
LG