ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან დასავლეთს უტევს



ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას მძაფრად გააკრიტიკა დასავლეთი. მან შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელებით შენიღბულ აგრესიაში, ტერორსა და ომის გაჩაღებაში დასდო ბრალი. ირანის ლიდერმა აგრეთვე ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელის მმართველობის ქვეშ პალესტინელებს არაადამიანურ პირობებში უწევთ სულდგმულობა.


XS
SM
MD
LG