ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: შეხვედრამ ამერიკისა და პალესტინის ლიდერებთან ჩარმატებით ჩაიარა


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრამ ამერიკის და პალესტინელთა ლიდერებთან წარმატებულად ჩაიარა. მინისტრმა ისრაელის რადიოს განუცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა უკან არ დაიხევს და დათმობებზე არ წავა. პალესტინის მხარე კი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს, სანამ ისრაელი პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს არ შეაჩერებს. ვაშინგტონი იზიარებს ამ პოზიციას, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აღნიშნა:

„აუცილებელია, რომ ორივე მხარე მზად იყოს კომპრომისისითვის". ციტატის დასასრული.

XS
SM
MD
LG