ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პარლამენტმა დაგმო 1939 წლის საბჭოთა აგრესია


პოლონეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გმობს 1939 წელს მომხდარი აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპირებას საბჭოთა სამხედრო ძალების მიერ.

დღეს მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს „ყველა კეთილსინდისიერ ხალხს“ რუსეთში დაგმონ სტალინის დროინდელი დანაშაულებები.

რეზოლუცია აგრეთვე გმობს 1940 წელს ათასობით პოლონელი სამხედრო ოფიცრის ხოცვა-ჟლეტვას, რომელიც საბჭოთა საიდუმლო სამსახურების ძალებმა მოაწყეს კატინის ტყეში რუსეთის ქალაქ სმოლენსკის მახლობლად.

XS
SM
MD
LG