ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტი გაეროს ასამბლეას მიმართავს


პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ მსოფლიო გლობალური პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის ყრილობას მიმართა. მიმართვაში მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გლობალური პრობლემების გადაჭრას საკუთარი ძალებით ვერ შესძლებს. ობამამ აგრეთვე მოუწოდა მსოფლიოსთან „თანამშრობლობის ახალი ერის" დაწყებისკენ.

თავის მიმართვაში ბატონი ობამა შეახსენებს მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც „ამერიკას ბრალს დებდნენ მსოფლიოში ცალმხრივი მოქმედებისთვის," რომ დროა ჭეშმარიტი „გლობალური პასუხისთვის გლობალურ გამოწვევებზე," კლიმატის ცვლილების, ტერორიზმის, არსებული კონფლიქტებისა და სიღარიბის დასასრულებლად.

ხსენებული შენიშვნები ბატონმა ობამამ გააკეთა თავისი პირველი გამოსვლის დროს გაეროს გენერალური ასამბლეის ყრილობაზე, რომელიც დღეს ნიუ იორკში გაიხსნა.

მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკა მსოფლიოში პოზიტიური ცვლილების ლიდერი იქნება და დასძინა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს საერთო მომავალი აკავშირებს და ამიტომ მათ არა აქვთ განსხვავებებზე ყურადღების გამახვილების ფუფუნება.

უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ყრილობას ესწრება 192 წევრი სახელმწიფოს ლიდერები.

XS
SM
MD
LG