ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტენლი მაქრისტალი ავღანეთში კონტიგენტის გაძლიერებას ითხოვს



მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების არმია ავღანეთში შეიჭრა რვა წელმა განცვლო. ავღანეთში დისლოცირებული ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტების მთავარსარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა სამოცდაექვს გვერდიანი ანგარიში წარადგინა, სადაც ამტკიცებს, რომ სტრატეგიის შეცვლისა და ავღანეთში დამატებითი ძალების შეყვანის გარეშე ომში წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება:

„მე ეს ანგარიში მიკიბ-მოკიბულად არ დამიწერია, პირდაპირ ვამბობ რასაც ვფიქრობ, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ არსებულ სიტუაციაზე“. აღნიშნა გენერალმა.

„ეჭვს არ იწვევს ის, რომ თალიბები ძალას იკრებენ. თანაც ხალხი მათთან დაპირისპირებას აღარ აპირებს, იმიტომ, რომ ეს ძალზე სახიფათო და უაზრო ხდება“. ამბობს, ბრუკინგსის ინსტიტუტის ეროვნული უშიშროების დარგის სპეციალისტი მაიკლ ოჰანლონი.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში 30 აგვისტოს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს გაეგზავნა და ახლა მას პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები განიხილავენ. ანგარიში არ აკონკრეტებს ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას. ასეთი მონაცემების წარდგენას მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოელიან. მაკკრისტალი ამბობს, რომ მხოლოდ სამხედროები ვერაფერს გააწყობენ და რომ აუცილებელია სტრატეგიის შეცვლა, ავღანელი მოქალაქეების დაცვისა და მათთან თანამშრომლობის გააქტიურება:

„ჩვენი მისია ავღანელი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ ავღანელები ნებისმიერი სახის ძალადობისგან უნდა დავიცვათ. მოპოვებული ნდობის დაკარგვა არამც და არამც არ შეიძლება. ამ ნდობის დაკარგვის სემთხვევაში ცვენ ვერასდროს გავიმარჯვებთ“. ამბობს გენერალი მაკკრისტალი.

მაიკლ ო ჰანლონი თვლის, რომ ხიფათის მიუხედავად აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კონტაქტში შესვლა:

„თუ თქვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა ვერ შესძლეთ, ვერც ისეთ სათანადო დაზვერვის სისტემას ჩამოაყალიბებთ, რომელიც მაგალითად ტერორისტების მიერ ჩადებული ბომბების მიგნებას გაგიადვილებთ“.

ამბობს იგი.

იმ დროს, როდესაც ავღანეთის ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდება კაპიტოლიუმის კონცხზე და რიგით ამერიკელთა შორის, ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ავღანეთში მანამდე არ გაგზავნის დამატებით ჯარს სანამ ახალ სტრატეგიას არ ჩამოაყალიბებს:

„ჩემის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია სტრატეგიის ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებთან შეთანხმება. მე რესურსების საკითხს სტრატეგიის წინ არ დავაყენებ. სანამ არ დავრწმუნდები იმაში, რომ ახალი ქმედითუნარიანი სტრატეგია გამოვიმუშავეთ, მე ავღანეთში დამატებით სახედრო კონტინგენტს არ გავგზავნი“. განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

ზემოთქმულ ანგარიშში ავღანეთის ლიდერებიც არიან გაკრიტიკებულნი. აქ აღნიშნულია, რომ კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ავღანელთა შორის ქვეყნის მთავრობისადმი უნდობლობას აღვივევბს. გენერალი მაკკრისტალი, რომელმაც ავღანეთში დისლოცირებული დასავლური სამხედრო კოალიციის მთავარსარდლობა გასულ ივნისს გადაიბარა ამბობს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, თუმცა გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

XS
SM
MD
LG