ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა



ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფარას პროვინციაში მომხდარ გზისპირა ნაღმის აფეთქებას ხუთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, ნაღმი მასზე ავტომობილის გადავლის დროს აფეთქდა. ცნობილია, რომ თალიბები ასეთ მეთოდებს კოალიციის სამხედრო ძალებთან საბრძოლველად იყენებენ, მაგრამ ხშირად ნაღმების აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

XS
SM
MD
LG