ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები რეაქციას აკეთებენ ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე


რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთის საკითხში გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მთლიანად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აშშ-ის კონგრესსა და ამერკიკულ საზოგადოებას. ორშაბათს გამოქვეყნდა ავღანეთში განლაგებული ამერიკული ძალების გენერალ სტენლი მაკკრისტალის შეფასება ავღანეთში შექმნილი მდგომარეობისა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ავღანეთში არ გადაისვრიან დამატებით სამხედრო ძალებს ამერიკელების მისია ამ ქვეყანაში დამარცხებით დამთავრდება. კანონმდებლები მოითხოვენ, რომ გენერალმა მაკკრისტალმა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა კონგრესს გააცნონ მათი შეფასება.

XS
SM
MD
LG