ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს,რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას შესწევს ძალა ირანზე ოდესმე სამხედრო იერიში მიიტანოს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ირანი უდიდესი ძალისა და გამოცდილების მქონე სახელმწიფოა. პრეზიდენტის თქმით,ირანული არმია ნებისმიერ თავმადსხმელს მოჰკვეთს ხელს მანამ,ვიდრე იგი სასხლეტზე ხელს გამოჰკრავს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის სახელემწიფოს თავდაცვის მზაობა 1980 წელს ირან-ერაყის ომისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის წინ გამოაცხადა.