ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისგან   თავს იკავებს


ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი გაზეთის ფურცლებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ პენტაგონი ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისგან თავს იკავებს.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ დღევანდელ გამოცემაში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ,რომ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნამდე , სტრატეგიის კიდევ ერთხელ გადახედვას აპირებს.

ავღანეთში ამერიკისა და ნატოს გენერლის განცხადებით,იმ შემთხვევაში თუ მომავალ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალა არ გააგზავნა - არ არის გამორიცხული,რომ მისია მარცხით დასრულდეს.

თუმცა გენერალი მაკ კრისტალის აზრით,მისიის წარმატება კოალიციის მხრიდან მოძიებული დამატებითი წყაროებისა და მხარდაჭერის შედეგად მაინც შესაძლებელია.

XS
SM
MD
LG