ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მიხეილ სააკაშვილმა  CNN -ის არხს ინტერვიუ მისცა


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ჯარების მიერ კვლავ ოკუპირებულია,საქართველოში მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებელია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება დღეს ტელეკომპანიას სი ენ ენზე გააკეთა.სააკაშვილი იმედს გამოთქვამს,რომ საერთაშორისო მხარდაჭერის მეშვეობით საქართველო შეძლებს აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებზე კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა დღეს ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარი კვლავ არის განლაგებული.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე მოიხსენია ღია წერილიც,რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ევროპული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნდა.ეს გახლავთ ევროპელი მწერლებისა და ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართვა,რომლითაც მათ საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატეს. მიმართვაში ავტორები აღნიშნავენ,რომ საქართველოს სახით ევროპაში შესაძლოა ახალი ბერლინის კედელი აღიმართოს.

მომავალ კვირას ევროკავშირი ოფიციალურ ანგარიშს წარმოადგენს.მასში საქართველოში შარშან მომხდარი კონფლიქტის ძირეული საკითხები იქნება განხილული.

ბრიუსელში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით,ევროკავშირი ანგარიშის გამოქვეყნებამდე სეპარატისტულ რეგიონებში ევროკავშირის საპატრულო დამკვირვებლებს წარგზავნის.


XS
SM
MD
LG