ბატონი სოსო საუბრობს იმაზე, რომ გენერალური ასამბლეის 64-ე სესია, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართვლოსა და ქართველებისათვის. მისი აზრით ასეთი დატვირთვა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას არა აქვს ბოლომდე გააზრებული ის, თუ რა მოხდა შარშან აგვისტოში საქართველოში. ბატონ სოსოს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სწორედ კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.