ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე იკრიბებიან


90-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დღეს დაესწრება მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების პრობლემისადმი მიძღვნილ უმაღლესი დონის შეხვედრას, რომელსაც გაეროს გენერალური მდვანი ბან კი მუნი ჩაატარებს. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ შეხვედრის კულუარებში ჩაატარებს სამმხრივ მოლაპარაკებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან. გუშინ ბან კი მუნი პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის შეხვდა. მხარეებმა მთელი რიგი საკითხებისა მიმოიხილეს, მათ შორის პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში შექმნილი რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა. პრეზიდენტი ობამა მიმდინარე კვირას მსოფლიოს რამოდენიმე ლიდერს შეხვდება, მათ შორს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრო მედვედევსაც. საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშივილი გაეროს გენერალურ ასამბლეას 24 სექტემბერს სიტყვით მიმართავს.

XS
SM
MD
LG