ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ნიუ იორკში ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების ლიდერებს მასპინძლობს.დღევანდელი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპრაკებების განახლების კიდევ ერთი მცდელობა გახლავთ. გაეროს ასამბლეაში დაგეგმილი შეხვედრის მონაწილე სამივე მხარე შეხვედრის სამომავლო პერსპექტივებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება.
გუშინ თეთრი სახლის სპიკერმა რობერტ გიბსმა განაცხადა,რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეხვედრის საიმედო შედეგი ნაკლებად ესახებათ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანაჰიუს სპიკერმა წინასწარვე გააკეთა განცხადება,რომ ისრაელის მთავრობა არანაირად არ გაითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და პალესტინის მოთხოვნას ისრაელის დასახლებების მშენებელობის შეჩერებასთან დაკავშირებით.