ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ძალების მეთაური დამატებითი ძალების გადასროლას ითხოვს ამ ქვეყანაში


გენერალი სტენლი მაკკრისტალი ამტკიცებს, რომ ავღანეთში საჭიროა მეტი უცხოელი ჯარისკცებისა და თვით ავღანეთის ჯარისკაცთა რაოდენობის გაზრდა, ისევე როგორც ახალი სტრატეგიული მიდგომის გამომუშავება, რათა შეჩერდეს თალიბთა წარმატებული სამხედრო ოპერაციები. "წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის სამხედრო კამპანია ავღანეთში ჩაიფუშება"-აცხადებს გენერალი მაკკრისტალი. მაკკრისტალის ეს განცხადება ნაწილია ავღანეთში შექმნილი სიტუაციის შეფასებისა, რომელიც ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. ინფორმაციამ ამ განცხადების შესახებ გაჟონა საინფორმაციო საშუალებებში და ვაშინტონ პოსტმა მის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ეს განცხადება. გენერალის თქმით ავღანეთში ამერიკისა და ნატოს სამხედრო ძალებს საკმარისი დაფინანსება არ გააჩნია, რაც შეიძლება აღმოჩნდეს მათი დამარცხების სერიოზულ ფაქტორად.

XS
SM
MD
LG