ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ოცდაერთი ათასი პატიმარი გაათავისუფლა.


ირანმა ოცდაერთი ათასი პატიმარი გაათავისუფლა. ქვეყნის სამთავრობო ტელევიზია აცხადებს, რომ რამადანის დამაგვირგვინებელ ეიდ-ალ-ფიტრის მუსლიმანურ დღესასწაულთან დაკავშირებით ირანის უდიდესმა საქველოქმედო ორგანიზაციამ „იმამ ხომეინის ფონდმა“ ღარიბი პატიმრების გამოსასყიდი თანხა შეიტანა სახელმწიფო ხაზინაში. ეს პატიმრები დავალიანების გამო იყვნენ დატუსაღებულები. ამ ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლება მათი ოჯახების წელში გამართვისთვის ხელის შეწყობის სურვილითაა ნაკარნახევი. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ირანის ახალი ამბების გმირებად სულ სხვა სახის პატიმრები გვევლინებოდნენ. ეს ის დემონსტრანტები იყვნენ, რომლებიც ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ამ პოსტზე ხელახლა არჩევას აპროტესტებდნენ. გუშინ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიატოლა ალი ხამენეიმ არეულობების მოწყობაში დასავლური მედია დაადანაშაულა. მისი თქმით, „დასავლელი ჟურნალისტები ირანში არსებული ატმოსფეროს მოწამვლას ლამობენ“.

XS
SM
MD
LG