ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტობაში ეჭვმიტანილი სამი ავღანელი შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე წარსდგება.


ტერორისტობაში ეჭვმიტანილი სამი ავღანელი შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე წარსდგება. მათ ტერორიზმის საწინააღმდეგო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ ბრალი. სამივე ავღანელი გასულ შაბათს დააკავეს. ნაჯიბულა ზაზი და აჰმად ვაის ასფალი შეერთებულ შტატებში კანონიერად ცხოვრობენ და მუშაობენ. ნაჯიბულას მამა მოჰამედ ვალი ზაზი კი ამერიკის მოქალაქეა. ნიუ იორკის პოლიციის უფროსმა რაიმონდ კელიმ განაცხადა, რომ ნაჯიბულა ზაზის ავტომობილში ბომბის დასამზადებელი ინსტრუქცია იპოვეს. ზაზიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უშიშროების განყოფილება იუწყება, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტული ტერაქტის მოწყობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ზაზი აცხადებს, რომ ტერორიზმთან მას არაფერი აკავშირებს.

XS
SM
MD
LG