ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პოლიცია უზღუდავს  გადაადგილებას ისლამისტური დაჯგუფების თავკაცს ჰაზიდ მუჰამედ საედის


პაკისტანის პოლიცია უზღუდავს გადაადგილებას ისლამისტური დაჯგუფების თავკაცს ჰაზიდ მუჰამედ საედის, რომელსაც ინდოეთის სახელმწიფომ გასულ წელს მუმბაის ტერორისტული აფეთქებების მოწყობაში დაადანაშაულა.დღეს ლაშქარ ეთაიბას ლიდერი პოლიციამ საკუთარი სახლის დატოვების დროს დააკავა.საედის განცხადებით,იგი მუსლიმანურ დღესასწაულზე დასასწრებად მიდიოდა,თუმცა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მას სახლიდან გასვლა აკრძალული აქვს. შაბათს,პირველად ამ ხნის მანძილზე პაკისტანმა გაავრცელა ინფრომაცია იმის შესახებ,რომ რომ სამხედრო დაჯგუფების ლიდერი ჰაზიფ მუჰამედ საედი მუმბაის ტერორისტული აფეთქებების განხორციელებაშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ,რომ გასულ წელს მუმბაში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა.პაკისტანის პოლიციამ ჰაზიფ მუჰამედ საედს გადაადგილებაზე შენიშვნა უკვე მეორეჯერ მისცა.სამხედრო დაჯგუფება ლაშქარ ეთაიბას ლიდერს შინაპატიმრობა გასული წლის დეკემბერში მას მერე დაუწესდა,რაც საედი გაეროს კომიტეტმა ალ-ყაიდას მხარდამჭერთა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG