ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აუცილებელი გახდა განმეორებითი არჩევნების დანიშვნა


ავღანეთში ზამთრის სიცივე შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ განახლებულ ძალადობას დაემატოს. არჩევნების გაყალბების ბრალდებები პრეზიდენტის არჩევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასალახი სირთულეა.

როიტერის საინფორმაციო სააგონტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ავღანეთის საარჩევნო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ აუცილებელი გახდა განმეორებითი არჩევნების დანიშვნა, ეს აუცილებლად ოქტომბრის მესამე კვირამდე უნდა მოხდეს.

დაუდ ალი ნაჯაფის თქმით, თუ განმეორებითი არჩევნები ამაზე გვიან დაინიშნა, მთებში მოსული თოვლი არჩევნების ჩატარებსა შეუძლებელს გახდის.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაიმ ხმების 54 პროცენტი დააგროვა. განმეორებითი არჩევნები მხოლოდ მაშინ დაინიშნება, თუ დაგროვებული ხმების რაოდენობა 50 პროცენზე ნაკლებია.

გაყალებების ბრალდებებზე დაყრდნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საარჩევნო მონიტორინგის ჯგუფმა შედეგების ნაწილობრივი გადათვლა მოითხოვა. ნაჯიფმა განაცხადა, რომ გაეროს ჯგუფმა გაყალბების გამოძიების პროცესი უნდა დააჩრქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღანეთის კლიმატი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ხელს შეუშლის.

გაეროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ხმების გადათვლა მალე დამთავრდება, რაც - საჭიროების შემთხვევაში - განმეორებითი არჩევნების წელსვე ჩატარდების საშუალებას არ შეაფერხებს.


XS
SM
MD
LG