ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას არ გეგმავს


რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს იგი, რომ ისინი ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას არ გეგმავენ.

სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გავიდა ეთერში, ბატონი მედვედევი აცხადებს, რომ ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მას ხსენებული დაპირება მისცა გასულ თვეს სოჭში გამართულ შეხვედრაზე.

რუსეთის ლიდერის თქმით, თავდასხმა ირანზე გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას, იძულებით გადაადგილებულ პირთა უზარმაზარ ნაკადსა და ბიძგს მისცემს თეირანს რათა ირნამა შური იძიოს ისრაელისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.

მედვედევის თქმით, რუსეთს არ გააჩნია რაიმე შეთანხმება ირანთან თავდაცვის სფეროში, მაგრამ მოსკოვი გულგრილი არ იქნება თუ ირანზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა.

ბატონმა მედვედევმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს სრული უფლება მიჰყიდოს ირანს ს-300 საჰაერო დაცვის სისტემები და რაკეტები, მაგრამ მან თავი შეიკავა დამატებითი დეტალებისგან, რომელიც ხსენებული სისტემების შესაძლო გაყიდვასა და გადაცემასთან არის დაკავშირებული.


XS
SM
MD
LG