ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებს


პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებსშეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ყველა ფაქტორი მიუნიშნებს იმას, რომ ეკონომიკა მალე კვლავინდებურად დაიწყებას ზრდას

მისი თქმით, ფინანსური ბაზარი ამუშავდა და ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ რაც შეეხება დასაქმებას, მდგომარეობა ალბათ არ გამოსწორდება და შემდეგი რამოდენიმე თვის მანძილზე შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს.

ხსენებული შენიშვნები პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც დღეს ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის ყოველკვირეულ გადაცემაში გავიდა.

დღეს პრეზიდენტი ობამა მონაწილეობას მიიღებს რეკორდულ ხუთ სატელევიზიო პროგრამაში, რომლებშიც იგი დაიცავს თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკას.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნას ცდილობს და იმავდროულად დაკავებულია ეკონომიკური კრიზისითა და ორი იმით.


XS
SM
MD
LG