ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ეცდება


პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ეცდება ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან ერთობლივი შეხვედრის გამართვით.

თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრა სამშაბათს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერელური ასამბლეის მსვლელობისას, ნიუ იორკში გაიმართება.

ბატონი ობამა ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნატანიაჰუსსა და პალესტინის პრეზიდენს მაჰმუდ აბასს ცალცალკე შეხვდება. ერთობლივი შეხვედრა მხოლოდ ამის შემდეგაა დანიშშნული.

პრეზიდენტ ობამას შეხვედრაზე მოწვევა ორივე მხარემ მიიღო.

შეერთებული შტატების წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთშ ჯორჯ მიჩელი აცხადებს რომ ეს ინიციატივა მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ობამას ღრმადაა დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში. მიჩელი ახლო აღმოსავლეთიდან პარასკევს წარუმატებელი შედეგებით დაბრუნდა. მისი ვიზიტის უმთავარესი მიზანი ებრაული დასახლებების საკითხის გადაჭრა იყო დასავლეთ ბანკსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში.


XS
SM
MD
LG