ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ პიტსბურგში განცხადებით მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის შეხვედრაა დაგეგმილი


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის შეხვედრა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკითხებს მიძღვნება.

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში დაგეგმილ შეხვდერაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც მსოფლიოს ფინანსური პრობლემები უნდა მოაგვარაოს.

ბარაქ ობამას განცხადებით:" ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს, რომლებმაც გლობალური ფინანსური სიტემის უსააფრთხოება უნდა უზრუნველყონ."

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ფინანსური ბაზარის გაკონტროლებისთვის უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. ამ მიზნით მან მომხმარებელთა ფინანსური დაზღვევის უსაფრთხოების სააგენტო ჩამოაყალიბა, რომელიც ვოლ სტრიტის რეგულირებას განახორციელებს, რაც ამერიკის ეკონომიკას მომავალი კატაკლიზმებისგან დაიხსნის.

ამასობაში პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის სიტემის რეფორმირების გეგმა რესპუბლიკელების მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ისინი თვლიან რომ ეს რეფორმა ახალი ჯანდაცვის ისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო გააკონტროლებს.

რესპუბლიკელი სუი მურიკის განცხადებით დემოკრატების მიერ კონგრესში წარმოდგენილი კანონპროექტი ამერიკელთა მკურნალობის პროცესს ძალზე გაართულებს. თავად მურიკს მკერდის სიმსივნე ჰქონდა, რომლის მკურანლობა მთელი რიგი ტესტების ჩატრებას საჭიროებს. მისი აზრით თუ ამერიკა კანადის და ბრიტანეთის მსგავსად სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას ჩამოაყალიბებს მაშინ მისნაერი ავადმყოფები ვეღარ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარების მიღებას, ქალბატონი მურიკის განცხადებით:" ამ შემთხევაში მე ვეღარ მოვახერხებდი ტესტების სწრაფად ჩატარებს, რადგან იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო სისტემა მოქმედებს პაციენტებს სამჯერ მეტი დრო სჭირდებათ სპეციალისტთან მისაღწევად ვიდრე ეს შეერთებულ შტატებშია შესაძლებელი."

პრეზიდენტი ობამა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმასთან დაკავშირებით დღეს ამერიკის ხუთ სატელევიზიო ტოქშოუში მიიღებს მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG