ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაჯიბულა ზაზი ცდილობს შესაძლო გარიგების პირობების მოლაპარაკებას


შეერთებული შტატების სამათალდამცავი უწყების მაღალჩინოსანი ოფიციალური პირის განცხადებით, ფედერალური აგენტების მიერ დაკთხულმა ავღანური წარმომავლობის მქონე პიროვნებამ ტერორისტულ ორგანიზაცია - ალყაედასთან კავშირი აღიარა. დაკითხვა სავარაუდო ტერორისთულ შეთქმულაბასთან დაკავშირებით შედგა.

ოფიციალურმა პირმა - რომელიც პარაკსევს ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით გაესაუბრა - განაცხადა, რომ ნაჯიბულა ზაზი ახლა ცდილობს შესაძლო გარიგების პირობების მოლაპარაკებას.

ზაზი ჯერ არ დაუპატიმრებიათ და არც ოფიციალური ბრალბება აქვს წაყენებული. თუმცა, შეეთებული შტატების ფედერალურმა აგენტებმა ის გასულ კვირას ქალაქ დებნვერში, კოლორადოს შტატში, სამჯერ დაკითხეს.

ზაზი ნიუ იორკში რამდენიმე საცხოვრებელ ბინაზე გაულ კვირას ჩატარებულ რეიდებთან დაკავშირებით იქნა დაკთხული.

სამართალდამცველებმა ზაზის ბინის ჩხრეკისას მის კომპიუტრზე ბომბის გასაკეთებელი ინსტრუქციები აღმოაჩინეს. კვირის დასაწყისში სამართალდამცველებმა ნიუ იორკის ერთ-ერთ უბან ქუინსში ასევე გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი, სადაც ზაზიმ გარკვეული დრო დაჰყო.




XS
SM
MD
LG