ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალინინგრადის რეგიონში ახლო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების განლაგება გაუქმდა


რუსეთმა გადაიფიქრა კალინინგრადის რეგიონში ახლო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების განლაგება, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უარი თქვა ცენტრალურ ევროპაში ახალი რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგებაზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვლადიმერ პოპოვკინის განცხადებით ობამას ამ გადწვეტილების შემდეგ პოლონეთის საზღვრის მახლობლად ისკანდერის ტიპის რაკეტების განთავსების აუცილებლობა აღარ არსებობს.

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნულ გეგმებზე უარი თქვა და ირანიდან მომავალი სარაკეტოც საფრთხის წინააღმდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დასაცავად ახლი კონცეფცია წამოაყენა.

ამერიკელმა რესპუბლიკელებმა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს ობამას ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება. პოლონელები გასაკუთრებით აღაშფოთა ამ გადაწყვეტილების გახმოვანების დრომ, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ პოლონეთის ოკუპაციის 70-ე წლისთავს დაემთხვა.


XS
SM
MD
LG