ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა მეტრო სადგურ ბალდერასზე


ქალაქ მექსიკის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებთ, მოქალაქემ, რომელიც მეტროს ერთ-ერთ სადგურში კედელზე წარერების გაკთებისას პოლიციამ შეაჩერა, ცეცხლსასროლი იარღით ორი ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა.

პოლიციის განცხადებით, სროლა მაშინ დაიწყო, როცა პოლიციის ოფიცერი 38 წლის მამაკაცს მიუახლოვდა, რომელიც მეტრო სადგურ ბალდერასის კედელზე წარწერებს აკეთებდა.

დამნაშავემ პირველად პოლიციის ოფიცერს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან სასიკვდილოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ესოლა, რომელმაც მისი შეჩერება სცადა.

პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული დამნაშავე მეტროს მატარებლის ვაგონში შეიჭრა და იქედან მანამ ისროდა, სანამ პოლიციამ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად ის არ დაჭრა და დააკავა.


XS
SM
MD
LG