ინდონეზიის ხელისუფელების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ამ კვირაში მოკლული მეამბოხეების ლიდერი მართლაც ტერორისთული დაჯგუფების ლიდერი ნურდინ ტოპია.შაბათს, ინდონეზიის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა ნანამ შუკრნამ განაცხადა, რომ დეენემის ანალიზის შედეგად დადასტურდა თითის ანაბეჭდებით გაკეთებული იდენთიფიცირების შედეგები.
ნურდინი ცენტრალურ იავაში მეამბობეების სამალავზე ხუთშაბათს ჩატარებული რეიდის დროს მოკლული ოთხი ადანიანიდან ერთ-ერთია. პოლიციამ ოპერაციის დროს კიდევ სამი ადამიანი დააკავა.
გასულ თვეს პოლიციამ შეცდომთ გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი რეიდის დროს მოკლული მეამბოხე ნურდინი იყო. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ინდონეზიამ „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“ მეამბოხეების წინაღმდეგ ბრჟოლაში.
ნურდინი სამხრთ აღმოსავლეთ აზიის ტერორისტული ქსელი ჯემა ისლამიას ერთ-ერთი განშტოების ლიდერი იყო. ჯემა ისლამია ალ-ყაედასთან დაკავშირებული დაჯგუფებაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ინდონეზიაში ტერორისთული თავდასხმების მთელი სერია აქვს განხორციელებული.