ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევნის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა


საპროტესო აქციაში მონაწილეები აპროტესტებენ დათმობებს, რომლებზეც სომხეთის მთავრობა თურქეთთან ურთიერთობებში მიდის. მოპროტესტეები ამტკიცებენ, რომ ისინი არ გამოდიან დიპლომატიური ძალისხმევის წინაამდეგ, მაგრამ მათი აზრით სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარკისიანმა თურქეთის ძალზე ბევრი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც ყველაფერთან ერთად მოიცავს მთავრობათაშორის კომისიის შექმნას, რათა განიხილონ ისტორიული ხასიათის პრობლემები ამ ორ ქვეყანას შორის. მათი აზრით ამგვარი კომისიის შექმნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სომხების გენოციდს თურქეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

XS
SM
MD
LG