ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ რუსეთს თანამშრომლობის ახალი ვარიანტი შესთავაზა


ბრიუსელში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ 21 საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია რუსეთი ევროპის და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდეს.

ბატონი რასმუსენის განცხადებით დადგა დრო, როდესაც რუსეთმა ნატომ და შეერთებულმა შტატებმა საერთო რაკეტსაწინაღო თავდაცვის სიტემის შექმნაზე იფიქრონ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის წარმომადგენლის დიმიტრი რაგოზინის განცხადებით ნატოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება კონსტრუქციულია და ძალზე პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
XS
SM
MD
LG